დაბა ხაიშში 6 თემის წარმომადგენლები “ხუდონჰესის” წინააღმდეგ ისევ გამოდიან (ვიდეო)

0

aqcia xaishshiმორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა დღეს მესტიის რაიონის დაბა ხაიშში. დაბის ცენტრში ექვსი თემის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ადგილობრივი მოსახლეობა  ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გამოვიდა და გააპროტესტა ხუდონჰესის მშენებლობის საკითხი.

ხაიშელები აცხადებენ, რომ  ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ და არანაირი კომპენსაციის  სანაცვლოდ საკუთარ სახლებს არ დათმობენ. თუმცა   იმ შემთხვევაში, თუ  ცენტრალური ხელისუფლება  ალტერნატიულ პროექტზე დაიწყებს ფიქრს, ადგილობრივები მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.

„ხუდონჰესის“ მშენებლობა დაუშვებელია, სოფელს და სახლ-კარს არ მივატოვებთ. ამ პროექტით საშიშროება ექმნება მთელს სვანეთს, შეიცვლება ეკოლოგიური მდგომარეობა, მოიმატებს სტიქიურ უბედურებათა რიცხვი. თუ ევროპას ვბაძავთ, კარგში მივბაძოთ, ქარის ელექტრო სადგურები დავდგათ და რეგიონს უბედურება ავაცილოთ. ჩვენ ფიცს არ დავარღვევთ და სიცოცხლის ფასად გადავარჩენთ ჩვენს სიწმინდეებს,”-აცხადებენ ხაიშელები.

ხაიშის ცენტრში შეკრებილმა მოსახლეობამ მოგვიანებით სოფლის კრება გამართა ხაიშის გამგეობის სააქტო დარბაზში სადაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ხუდონჰესის მშენებლობის უარყოფით მხარეებს. ადგილობრივების განცხადებით მომავალში უფრო მეტი ხალხის მობილიზებას მოახდენენ აღნიშნული საკითხის საბოლოოდ აღსაკვეთად.

სხვა ახალი ამბები: