დაბინძურებული ბრაზილიური ხორცი ფოთის საბაჟოზე აღმოაჩინეს

0
xorciფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ბრაზილიიდან 25003,989 კგ დაბინძურებული, გაყინული საქონლის ხორცი შემოვიდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო პროცედურების გავლის შემდეგ ეჭვის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის ვეტერინარმა სპეციალისტებმა ნიმუშები აიღეს და ლაბორატორიაში გაგზავნეს.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად, გაყინული ხორცის მიკრობიოლოგიური დაბინძურება დადასტურდა. კერძოდ, ზემოაღნიშნულ საქონლის ხორცში ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები აღმოჩნდა.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის N429 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი უკან გაბრუნებას ან განადგურებას ექვემდებარება.

სხვა ახალი ამბები: