დაბინძურებული გარემო მაღალი ჯარიმების ფონზე

0

11045619_760821370679663_2021543790_oმიუხედავად იმისა, რომ  გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმები უკვე ძალაშია, კვლავინდებურად ხდება მდინარეების კალაპოტის თუ პარკების დანაგვიანება პოლიეთილენის პარკებითა თუ სხვადასხვა დასახელების მყარი ნარჩენებით, რაც ერთობლიობაში უდიდეს ზიანს აყენებს ეკოსისტემას.მიუხედავად ჯარიმების ოდენობისა ადგილობრივი მოსახლეობა უწინდებურად განაგრძობს გარემოს  დაბინძურებას. ამის ნათელი მაგალითია მდინარე ჩხოუშია, რომლის კალაპოტიც სავსეა სხვადსხვა დასხელების ნარჩენებით. ამ მხრივ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ზუგდიდში არსებული ბოტანიკური ბაღი.

11035285_760821347346332_1458264468_o11045574_760821044013029_1722178715_o11028894_760820960679704_1116921532_oზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი დაბინძურებულია პოლიეთილენის პარკებით, რომელთა უმეტესობა ხეებზეა გაფენილი. გარდა პოლიეთილენის პარკებისა ბაღში თვალშისაცემია უამრავი ბოთლი, რომელიც ადამიანებმა ქეიფისა და ღრეობის შემდეგ იქვე მიაგდეს. პრობლემები სახეზეა რომელიც საჭიროებს მოგვარებას სათანადო ორგანოების მეშვეობით.

აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო smo.ge ესაუბრა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამეგრელო -ზემო სვანეთის სამსახურის ინპექტირების განყოფილების უფროსს გია ხუბულავას. ჩვენთან საუბარში მან განაცხადა რომ, ყველაფერი კეთდდება  გარემოსთვის მიყენული ზიანის ოდენობის შემცირებისთვის. მან ასევე აღნიშნა ,რომ მათი სამსახური აკეთებს  ყველაფერს რაც მათ კომპეტენციაში შედის.

“აუცილებელია ქალაქში მოწესრიგდეს ინფრასტტრუქტურა რაც შეამცირებს ქალაქის დანაგვიანების ხარისხს აგრეთვე ქალაქში უნდა დაიდგას სტენდი სადაც განთავსდება ინფორმაცია თუ რა ზიანს აყენებს გარემოს სხვადასხვა დასახელების ნარჩენებით დანაგვიანება და რა სანქციები ელოდება კანონდამრღვევს”-აცხადებს გია ხუბულავა.

აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით smo.ge-სთან  კომენტარს ქალაქ ზუგდიდის დასუფთავების სამსახურის უფროსი ნუგზარ მალაშხიაც აკეთებს.

“ყველა სოფელში გაკრულია სააგიტაციო პლაკატები, რომელზეც დატანილია ყველა ინფორმაცია თუ რა ფინანსურ სანქციებს ითვალისწინებს ამა თუ იმ ოდენობით და ხარისხით გარემოს დანაგვიანება. ჩვენი სამსახური აგრეთვე ინტესიურ მონიტორინგს ახორციელებს გარემოს დაბინძურებაზე. ყველა კანონდარღვევა აღინუსხება და გადაეცემა შესაბამის ორგანოებს რეაგირებისთვის. ჩვენ უახლოეს დღეებში დაგეგმილი გვაქვს ქალაქში გავაკეთოთ საინფორმაციო სტენდი სადაც განთავსდება ინფორმაცია გარემოს დაბინძურებაზე. კონკრეტულად გაიკვრება ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა სახის პასუხისმგებლობა დაეკისრება კანონდამრღვევს. მინდა გითხრათ, რომ მდინარე ჩხოუშიას კალაპოტი წელიწადში რამდენჯერმე იწმინდება, ხოლო ბოტანიკურ ბაღში მიმდინარეობს ინტესიური სამუშაოები რათა მოწესრიგდეს ბაღის ტერიტორია. ჩვენ ასევე ვგეგმავთ მოვაწყოთ დასუფთავების აქცია ზუგდიდში არსებული სკოლებისა და სხვადასახვა სამსახურების მონაწილეობით”-აცხადებს ნუგზარ მალაშხია.

ბესიკ ღვინჯილია

სხვა ახალი ამბები: