დაბრუნდება თუ არა აჭარაში ინტერპოლით ძებნილი ასლან აბაშიძე?!

0

aslanარასამთავრობო ორგანიზაცია “ჩვენი უფლებებისათვის” თავმჯდომარე თამაზ ბაკურიძე აცხადებს, რომ აგვისტოს ბოლოს შესაძლოა აჭარაში ასლან აბაშიძე და მისი ვაჟი გიორგი აბაშიძე დაბრუნდნენ. აბაშიძეების აჭარაში დაბრუნების მთავარ ინიციატორად კი ბათუმის საკრებულოს წევრი და ყოფილი “ნაციონალი” ალეკო ჩხარტიშვილი მოიაზრება.

“აგვისტოს ბოლოს ტრადიციულად ბათუმობა აღინიშნება. ამ საზეიმო ღონისძიებაზე მოსაწვევ პერსონათა სია წინასწარ დგება და მას სპეციალური კომისიის სხდომაზე კენჭს უყრიან. წელს მოსაწვევთა შორის ასლან აბაშიძის ვაჟი, გიორგი აბაშიძეც მოიაზრეს. ამ ინიციატივის ავტორი ალეკო ჩხარტიშვილია, რომელმაც არცთუ დიდი ხნის წინ “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა ბათუმის საკრებულოში. მისი მტკიცებით, მოსაწვევ პერსონათა შორის  გიორგი აბაშიძე, როგორც ბათუმის ყოფილი მერი, ისე შეიყვანეს. მართალია, ამ სიისთვის ჯერ კენჭი არ უყრიათ, მაგრამ უკვე დაირხა ხმა, რომ ბათუმში ასლან აბაშიძე ბრუნდება”-აცხადებს თამაზ ბაკურიძე.

შეგახსენებთ, რომ თანამდებობის ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებებით აღიძრა საქმე. მას 20 წელი მიუსაჯეს და ძებნილად გამოაცხადეს.  ინტერპოლით ძებნილ აბაშიძეს ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არ მიუმართავს თხოვნით ახალი ხელისუფლებისთვის, რომ პოლიტიკური დევნილის  სტატუსი მიეღო. თუმცა ვიცი, რომ სტრასბურგის სასამართლომ მისი საქმე წარმოებაში მიიღო.

სხვა ახალი ამბები: