”დაგვანებეთ თავი, ჩვენთვის ვიქნებით, არც ნერვებს აგიშლით, ჩვენი პატარა არეალი გვექნება, ოღონდ არ შეგვჭამოთ”

0

mishaaaaaსაქართველოს პრზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გუშინდელ ინტერვიუში რუსეთის პრემიერ–მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა „ღიად განაცხადა, რომ საქართველო აფხაზეთის და ცხინვალის დაკარგვას უნდა შეეგუოს“.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.ამასთან, სააკაშვილის თქმით, ის „მთელი განვლილი წლების განმავლობაში ცდილობდა, რუსეთის ხელისუფლებასთან რბილი ტონით ესაუბრა, თუმცა უშედეგოდ“.

„გუშინ თქვენ იხილეთ ინტერვიუ რუსეთის მაშინდელ ფორმარულ პრეზიდენტთან და ახლანდელ არანაკლებ ფორმალურ პრემიერ–მინისტრ მედვედევთან. მან ღიად გვითხრა, რა არის რუსეთის დოქტრინა, თუ გვინდა, რომ რუსეთი რამეზე წამოვიდეს. მან თქვა: პირველი – ჩვენ უნდა შევეგუოთ, რომ ქართლის შუაგული, ცხინვალი და აფხაზეთი არ არ არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი; მეორე – უნდა შევეგუოთ, რომ საქართველო არასდროს არარ შევა ნატო–სა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში; მესამე – თუ ევრაზიულ კავშირში შევალთ, შესაძლოა, რუსეთმა უკეთესი თვალით შემოგვხედოს. ყველა ერი თავად ირჩევს საკუთარ ბედს და საქართველო კონკრეტული არჩევანის წინაშე დგას: თუ ქართველ ერს სურს, უარი თქვას საკუთარ ტერიტორიებზე, განვითარებაზე, რასაც ევროატლანტიკური სივრცე ნიშნავს, შიდა არჩევაზე, (ევრაზიული კავშირი თავად გიწესებს შიდა წესებს), მაშინ, რა თქმა უნდა, გარკვეული შესაძლებლობები რუსეთთან არის. მინდა, ყველას ესმოდეს, რომ კრავმა შეიძლება, მოილაპარაკოს მგელთან. მთელი ეს წლები ჩემი ურთიერთობა პუტინთან იყო ასეთი: ჩემო ძვირფასო მგელო, ჩემო საყვარელო, ჩემო ლამაზო, ჩემო სიმპათიურო, ჩვენ პატარა ცხვრები ვართ, დაგვანებეთ თავი, ჩვენთვის ვიქნებით, არც ნერვებს აგიშლით, ჩვენი პატარა არეალი გვექნება, ოღონდ არ შეგვჭამოთ. ყოველთვის, როცა მოდიოდნენ, გვეუბნებოდნენ, რაღაცას აშავებთო, ჩვენ კი ვეუბნებოდით, თქვენ ზემოთ ხართ, ჩვენ – ქვემოთ, წყალს როგორ აგიმღვრევთო. არ გაჭრა. ეს გამოცდილება მივიღეთ და თუ ჩვენს ერს უნდა, სიცრუეში გავაგრძლოთ ცხოვრება, არ გამოვა“,– განაცხადა საქართველოს რეზიდენტმა და დასძინა, რომ „ყველა წესიერი პოლიტიკოსის ფუნქციაა, ხალხს სიმართლე უთხრას“

სხვა ახალი ამბები: