დადიანების სანადირო რეზიდენცია რესტავრაციის შემდეგ სამეფო გვარის წარმომადგენლებს უმასპინძლებს

0

10346842_569122413204083_220475630_nდადიანების სანადირო რეზიდენციას რესტავრაცია უკეთდება, რომლის დასრულების შემდეგ ამავე რეზიდენციაში დადიანების შთამომავლები, მიურატები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან დელეგაციების და სამეფო გვარების წარმომადგენლების მოწვევას გეგმავენ.

საინფორმაციო სააგენტო Front News-ის პრეს კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პინცესა ვერონიკა მიურატმა განაცხადა, რომ აღნიშნული რეზიდენციის რესტავრაცია დიდად შეუწყობს ხელს რეგიონში ტურიზმის განვითარებას.

შეგახსენებთ, რომ დადიანების სანადირო რეზიდენცია, რომელიც ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუაშში მდებარეობს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ პირუტყვის სადგომად გამოიყენებოდა.

სანადირო რეზიდენცია, რომელიც მიურატებმა თავადაზნაურთა სამასპინძლო– დასასვენებელ რეზიდენციად გააშენეს, საბჭოთა რეჟიმის პირობებში განადგურდა, რა დროსაც დაიკარგა ისტორიული მნიშვნელოვბის ნივთები.

სხვა ახალი ამბები: