დადიანისეული ბოტანიკური ბაღი ზუგდიდის გამგეობას სარგებლობის უფლებით გადაეცა

0
1005707_322772084522652_1113746179_nდადიანისეული ბოტანიკური ბაღი რომელიც 20 წელიწადზე მეტია ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას სარგებლობის (მოვლა- პატრონობის) უფლებით გადაეცა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბრძანებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა გაუწევს სათანადო მოვლა პატრონობას ისტორიულ ბაღს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ედიშერ თოლორაიას განცხადებით შეიქმნება კომისია, რომელიც მონიტორინგს ჩაუტარებს ბაღის დაავადებულ ხეებს და შესაბამისი დასკვნის საფუძველძე მოხდება მათი გაწმენდა. გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო ბოტანიკური ბაღის ტბის მოსაწესრიგებლად.
ედიშერ თოლორაიას განმარტებით ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი მალე პირვანდელ სახეს დაიბრუნებს.

სხვა ახალი ამბები: