დაემატება თუ არა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას ახალი საშტატო ერთეულები? (ვიდეო)

0

gamgeoba hollადგილობრივ თვითმმართველობებში საშტატო ერთეულების გაზრდის შემთხვევაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს 30-32 ახალი საშტატო ერთეული დაემატება. ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლაშა გოგიამ განაცხადა.

გოგიას განცხადებით ზუგდიდის თვითმმართველ რგოლებში ამ დროისთვის168 საშტატო ერთეულია, რომელსაც სავარაუდოდ კიდევ 32 ახალი საშტატო ერთეული შეიძლება დაემატოს, თუმცა კანონპროექტი ჯერ პარლამენტს არ დაუმტკიცებია. ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით ახალი საშტატო ერთეულები ძირითადად სოფლებში დაემატება. სადაც ამ დროისთვის მხოლოდ თითო-თითო საშტატო ერთეულია დაშვებული.

კანონპროექტს ახალი საშტატო ერთეულების დამტკიცების შესახებ უაზროს უწოდებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” კახაბერ ჩანგელია. ჩანგელიას განცხადებით ეს მორიგი ხრიკია მმართველი გუნდის მიერ მოფიქრებული, რითაც მათ მხარდამჭერებს ახალ სამუშაო ადგილებს შესთავაზებენ.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი ადგილობრივ თვითმმართველობებში ახალი საშტატო ერთეულების შემოღების შესახებ პარლლამენტმა მხოლოდ ერთხელ მოისმინა. ჯერჯერობით გაურკვეველია, მთავარი საკანონმდებლო ორგანო დაამტკიცებს თუ არა აღნიშნულ კანონპროექტს.

სხვა ახალი ამბები: