დავით ბაქრაძეს მეგრელებისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდას თხოვენ (VIDEO)

0

012დღეს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საგანგებო ბრიფინგი გამართა, საპრეზიდენტო კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დავით ქანთარიამ.

ქანთარია “ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატისგან მეგრელებისთვის საჯარო ბოდიშის მოხდას მოითხოვს. ამის მიზეზად ქანთარია გაზეთ “საქართველო და გარესამყაროში” გამოქვეყნებულ საგაზეთო პუბლიკაციას ასახელებს, რომლის მიხედვიითაც ბაქრაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას, კერძო საუბრებში მეგრელები კანიბალებად მოიხსენია.

“მმმმმე პირადად, მთელი მეგრელების სახელით მოვითხოვ პრეზიდენტობის კანდიდატ დავით ბაქრაძისგან, რომ მეგრელების წინაშე ბოდიში მოიხადოს ასეთი შეურაცყოფისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს “კანიბალი” მეგრელები ადგებიან და უმად შეჭამენ ბაქრაძეს. ეს მინდა მან გაიგოს ტელევიზიით. მე პირადად და ჩემი სანათესაო და სამეგობრო, არ ვაპატიებთ მას ამ სიტყვებს”-აცხადებს დავით ქანთარია.

ვიდეო

სხვა ახალი ამბები: