დავით ბაქრაძე თენგიზ გუნავას დახურულ კარს მიღმა შეხვდა

0
baqraZeსაპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე  “ნაციონალური მოძრაობის”  ზუგდიდის ოფისში პრეზიდენტის რწმუნებულს სამეგრელო-ზემო სვანეთში თენგიზ გუნავას შეხვდა.
შეხვედრის დეტალები არ გახმაურებულა და თავად შეხვედრაც მედიისთვის დახურული იყო.
სანდო წყაროს ინფორმაციით ბაქრაძე და გუნავა გუბერნატორის პროკურატურაში დაკითხვაზე მორიგი დაბარების საკითხი განიხილეს. უმცირესობის ლიდერი და სამეგრელოს გუბერნატორი ოფისში ერთი ერთზე საუბრობდნენ.
ცნობისთვის: გუნავას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში დღეს, 17:00 საათზე ელოდებიან.

სხვა ახალი ამბები: