დავით ბაქრაძე მომავალი კვირიდან “შეუსრულებელი დაპირებების ტურს” იწყებს

0

BAKRADZE„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატ დავით ბაქრაძის განცხადებით, „იგი მომავალი კვირიდან აპირებს დავიწყოს შეხვედრები ხალხთან, რომელსაც პირობითად  “შეუსრულებელი დაპირებების ტურს“ უწოდებს“.

ამის შესახებ ბაქრაძემ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ შემაჯამებელ პრაიმერზე მისი საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად დასახელების შემდეგ  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მომავალი კვირიდან მე ვაპირებ დავიწყო შეხვედრები ხალხთან, რომელსაც პირობითად ვუწოდებ “შეუსრულებელი დაპირებების” ტურს – ამ შეხვედრებზე მე მოვუსმენ ხალხს და ერთად ვისაუბრებთ იმ დაპირებებზე, რაც გასცა ხელისუფლებამ და რომელიც დღემდე არ არის შესრულებული; ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ უნდა დაეხმაროს ახალი პრეზიდენტი ხალხს; ვისაუბრებთ იმაზე, როგორ წავიყვანოთ წინ ჩვენი სამშობლო,“– განაცხადა დავით ბაქრაძემ.

სხვა ახალი ამბები: