დავით ბაქრაძე: “ნაციონალური მოძრაობა დამთავრდა! ამას ვამბობ, როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი”

0

aqradze“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს მოსახლეობასთან ჩანგრეული ხიდის აღდგენას ცდილობს. პარტიის ერთ–ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე ამის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს. ბაქრაძის განცხადებით ნაციონალური მოძრაობა დამთავრდა. ძველის აღდგენა კი შეუძლებელია, თუ ძირეულად არ შეიცვალა ყველაფერი.

,,ახლა, ყველას გასაგონად, მკვეთრ განცხადებას ვაკეთებ: ნაციონალური მოძრაობა ისეთი, როგორიც 1-2 და მეტი წლის წინ იყო, ვეღარასოდეს იქნება! ნაციონალური მოძრაობა დამთავრდა! ამას ვამბობ, როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. ეს განცხადება ვიღასაც მოეწონება, ვიღასაც არ მოეწონება, ჩვენი მხარდამჭერებისთვის, შესაძლოა, მეტისმეტად მკვეთრი განაცხადია, მაგრამ პარტიამ მოსახლეობას უნდა აჩვენოს, რომ საკუთარ შეცდომებზე ვისწავლეთ. ამიტომ, პარტიის შიგნით ძალიან სერიოზული გარდაქმნები მიდის და ეს უმტკივნეულო პროცესი არ არის. ყველას უნდა ესმოდეს – თუ ნაციონალური მოძრაობა ძირეულად არ შეიცვალა, ვერ აღვადგენთ ხიდს მოსახლეობის დიდ ნაწილთან” – აცხადებს დავით ბაქრაძე

სხვა ახალი ამბები: