დავით ბაქრაძე: “სამწუხაროდ საქართველოში პოლიტიკა დღემდე ასოცირდებოდა დაპირისპირებასთან, ხალხის გაყოფასთან და ძალადობასთან

0

davit_baqradze„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის განცხადებით მისი სამომავლო წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი გზავნილი საზოგადოების გამთლიანების კუთხით მუშაობა იქნება.

ამის შესახებ დავით ბაქრაძემ საგამოფენო ცენტრ „ექსპო–ჯორჯიასთან“ პრაიმერის საწინააღმდეგოდ მიმდინარე აქციაზე განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

“მე მესმის ბევრი იმ ადამიანის, რომელიც თვლის, რომ წინა წლებში მათ უსამართლოდ მოექცნენ და მესმის, რომ მათ აქვთ უფლება გამოხატონ თავისი შეხედულება, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საკუთარი, თუნდაც სამართლიანი ან მითუმეტეს უსამართლო უკმაყოფილების ძალადობრივი გზით გამოხატვა, ვერასდროს ვერ მოიტანს შედეგს. სამწუხაროდ საქართველოში პოლიტიკა დღემდე ასოცირდებოდა დაპირისპირებასთან, ხალხის გაყოფასთან და ძალადობასთან. სწორედ ამიტომ, ჩემი მთავარი სიგნალი, დღესაც და მომავალ საპრეზიდენტო კამპანიაშიც იქნება ის, რომ ვიაროთ გაერთიანების, ძალადობაზე უარის თქმის და საზოგადოების გამთლიანების კუთხით“,–განაცხადა დავით ბაქრაძემ.

სხვა ახალი ამბები: