დავით ბაქრაძის შეხვედრა წალენჯიხაში “მიშა მაგარიას” ფონზე

0

DSCN1938წალენჯიხის ცენტრში, ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე ამ წუთეში წინასაარჩევნო შეხვედრას მართავს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე. საპრეზიდენტო კანდიდატთან შეხვედრას დაახლოებით 250 ადამიანი ესწრება, რომელიც ცნობილი მელოდიის “მიშა მაგარიას” ფონზე მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ წალენჯიხის რაიონს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავს, ბაქრაძესთან შესახვედრად მაინც ვერ მოხერხდა აქტივის თავმოყრა.

როგორც წალენჯიხელები დღევანდელ შეხვედრაზე აღნიშნავენ, წალენჯიხის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ლევან ქარდავამ საკუთარი ქალაქიდან, ჯვარიდან მხოლოდ 50 ადამიანის მოყვანა შეზლო.

“ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” სრული კრახი. აქ და ნებისმიერ ადგილას “ნაციონალურ მოძრაობას” ათასობით ადამიანი გამოჰყავდა საათების განმავლობაში. დღეს კი ასეთი სიტუაციაა. თავადაც ხედავთ, რა ხდება რაიონის ცენტრალურ ნაწილში. და გარწმუნებთ, რომ ვინც იქ დგას, ისინიც მხოლოდ იმიტომ არიან მისული, რომ კოორდინატორებად მუშაობენ სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე და ორ კაპიკს ელოდებიან. არჩევნების შემდეგ ესეც არ დარჩებათ ნაციონალებს”-აცხადებს “ქართული ოცნების” წევრი ბერდია კალანდია.

სხვა ახალი ამბები: