დავით ბელქანიას კლანური ინტერესების ხუთი ფაქტი სოციალურ ქსელ facebook-ში ქვეყნდება

1

DSC01319დავით ბელქანიას კლანური ინტერესების ხუთი ფაქტი სოციალურ ქსე facebook-ში რამდენიმე წუთის წინ ერთ-ერთ გვერდზე გამოქვეყნდა. საინფორმაციო სააგენტო smo.ge უცვლელად გთავაზობთ გამოქვეყნებული მასალის ტექსტს.

1. იანვრის თვეში წალენჯიხის გამგებლის შესარჩევ კონკურსში დავით ბელქანიამ აწ უკვე პასუხისმგებლობაში მიცემული შსს–ს მინისტრის მოადგილის გელა ხვდელეძის კანდიდატურის გოგა გულორდავას სასარგებლოდ კონკურსის შედეგები გააყალბა, რომელიც მოგვიამნებით კომისიის ერთ-ერთმა წევრმა დოდო შელიამაც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ში გამოქვეყნებულ ღია წერილშიც დაადასტურა.

2.სოციალური ყვითელი ავტობუსების გაუქმება, კერძო ავტოსატრანსპორტო ძვირადღირებული მარშუტების სასარგებლოდ,რომლის (ავტოსადგურის შპს “ანთოსის” მფლობელი და მეგობარი ანთიმოზ სახოკია) მენჯერი გახლდათ დავით ბელქანია;

3. პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე გერმანიაში გაქცეული,ბელქანიას კარის მეზობლის (მესამე სახლი) გია ლუკავას გამგებლის მოადგილედ დანიშვნა. ცნობისათვის,გია ლუკავამ გერმანიის მთავრობას პირველი ოქტომბრის შემდეგ მიმართა თხოვნით,პოლიტიკურ თავშესაფრის მინიჭებაზე. მოტივი: თითქოსდა მას დევნიდა ოცნების ახალი მთავრობა. ის იმყოფებოდა ქალაქ ჰაიდელბერგის თავშესაფრის მაძიებელთა ” ლაგერში”;

4.ქალაქის ცენტრალურ ადგილას,წლობით კულტურის სახლის მშენებლობისათვის განკუთვნილ ტერიტორიის საკუთარ მეგობარ შოთა ჯანჯღავაზე გადაცემის სურვილი.გამგებლისა და საკუთარი კერძო ინტერესბის გათვალიწინებით.ცნობისათვის,გამგებლის ბებიის სახლი მდებარეობს სადავო ტერიტორიის მიჯნაზე. ჯანჯღავა ბელქანიას და გულორდავს შეპირდა ტერიტორიის გადაცემის სანაცვლოდ საოფისე ფართების ას–ასი კვადრატული ფართების გადაცემას.

5.დავით ბელქანიამ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ფრაქცია ლაკადას ოპერატიულ ვითარებაში გადაარქვა სახელი და უწოდა ქართული ოცნება,პარტია ქართული ოცნების ხელმძღვანელობასთაბ შეთანხმენის გარეშე.ამასთანავე ბელქანიამ, მორჩილი გამგეობის მოსამსახურეთა შენარჩუნების მიზნით ჩაატარა გაყალბებული ატესტაცია და გასაუბრება.

სხვა ახალი ამბები: