დავით ბელქანიას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს- ყალბი კომენტარები თავის გადარჩენის მიზნით

0

bekqaniaსაინფორმაციო სააგენტო ”პირველი” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით ბელქანიას კომენტარს ავრცელებს smo.ge-ში გამოქვეყნებულ მასალაზე. საკრებულოს თავმჯდომარე საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს სიცრუეში ადანაშაულებს.

“ეს მედიასაშუალება წერს, რომ პაატა ჭანტურია განიხილებოდა “ქართული ოცნების” შტაბის ხელმძღვანელად, მაგრამ შემდეგ უარი განაცხადა. ის მოხსენიებულია შპს “პირამიდის” დირექტორად, რაც ტყუილია. ამ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” მას 5 ათასი ლარი გადაუხადა და მიწის ნაკვეთი მისცა, რაც ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს. ჟურნალისტი წერს, რომ სასოფლო სამეურნეო ბარათების განაღდება მხოლოდ ჭანტურიას კომპანიებში ხდებოდა. სინამდვილეში, მისი კომპანიები ამაში საერთოდ არ იყვნენ ჩართულები”, – განაცხადა ბელქანიამ.

საინფორმაციო სააგენტოს მხოლოდ ერთი შეცდომა გაეპარა, სადაც პაატა ჭანტურია გამიოქვეყნებულ მასალაში დასახელებულია როგორც შ.პ.ს ”პირამიდას” დირექტორი. ამ მცირე შეცდომისთვის სააგენტო იხდის ბოდიშს და აქვე გთავაზობთ მასალაში შესწორებას.

შ.პ.ს ”პირამიდა-03”-ის დირექტორი ამავე შ.პ.ს-ს 50%-ის მფლობელი გიორგი აბულაძეა, რაც შეეხება თავად პაატა ჭანტურიას, ის შ.პ.ს ”პირამიდა-03”-ის 50%-ის მფლობელია. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ აღნიშნულის შესახენ ამონაწერი საჯარო რეესტრის სააგენტოს მონაცემთა ბაზიდან მოიპოვა. ჩვენს მიერ მოპოვებულ ამონაწერში შ.პ.ს ”პირამიდა-03”-ის იურიდიული მისამართი და პაატა ჭანტურიას სახლის მისამართი ერთმანეთს ემთხვევა (საქართველო, წალენჯიხა, შ.რუსთაველის ქ., №16).

რაც შეეხება დავით ბელქანიას მიერ მიცემულ განმარტებას, რომ საინფორმაციო სააგენტო იყტუება იმაშიც, რომ თითქოს ”ნაციონალურმა მოძრაობამ” პაატა ჭანტურიას დახმარების სანაცვლოდ წალენჯიხაში 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და 5.000 ლარი გადასცა მცდარი აზრია. დავით ბელქანიამ შეცდომაში შეიყვანა სააგენტო ”პირველის” ჟურნალისტი, რადგანაც smo.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ნათქვამია, რომ ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ”ღვაწლი” დაუფასა არა პაატა ჭანტურიას, არამედ მის ბიძას, ვალერი ჭანტურიას. რაც შეეხება ხდებოდა თუ არა ჭანტურიას კომპანიებში სასოფლო-სამეურნეო ბარათების განაღდება, smo.ge შესაბამის ვიდეო და აუდიო მასალებს უმოკლეს ხანებში გამოაქვეყნებს.

სხვა ახალი ამბები: