დავით დარახველიძემ ფოთში მშენებარე ახალი კორპუსები დაათვალიერა

0

get_imgდევნილებისთვის ფოთში 7 კორპუსის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე დღეს ფოთში იმყოფებოდა და მშენებლობა დაათვალიერა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კორპუსების ნაწილის მშენებლობა ზაფხულში დასრულდება, მეორე ნაწილი კი წლის ბოლოსთვის. 7 კორპუსში 280 დევნილი ოჯახი შესახლდება. მშენებლობას კი ევროკავშირი აფინანსებს.

„მშენებლობას ახორციელებს მუნიციპალური განვითარების ფონდი. სამწუხაროდ, წინა თვეების მანძილზე. კომპანიის პრობლემების გამო მშენებლობაში შეფერხებები იყო. ამჟამად მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. გვპირდებიან, რომ აგვისტოსათვის ოთხი თუ არა სამი კორპუსი მაინც იქნება ექსპლუატაციაში, ხოლო მიმდინარე წლის ბოლომდე შვიდივე კორპუსი დამთავრდება კეთილმოწყობისა და კომუნიკაციების ჩათვლით“, _ განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება დევნილი ოჯახების შერჩევას, მინისტრმა დავით დარახველიძემ აღნიშნა, რომ პროცესი დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერუმების შესაბამისად მოხდება, რომელიც სამინისტრრომ დონორებთან და პარტნიორებთან ერთად შეიმუშავა.

„განაცხადების მიღება დაიწყება გაცილებით ადრე, ვიდრე ობიექტები შევა ექსპლუატაციაში. შემოსული მასალები დამუშავდება და პირველ რიგში ბინებს ისინი მიღებენ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ. ბინების განაწილებაში ვერავინ ჩაერევა და ეს მოხდება მიღებული ქულების შესაბამისად“- აღნიშნა დავით დარახველიძემ.

სხვა ახალი ამბები: