დავით დარახველიძეს თანამდებობიდან ათავისუფლებენ?

0

პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ლტოლვილთა და daraxvelidzeგანსახლების მინისტრის დავით დარახველიძის მუშაობით უკმაყოფილოა. როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს სანდო წყარომ განუცხადა გამორიცხული არ არის უახლოეს მომავალში პრემიერმა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი გადააყენოს.

“ქართულ ოცნებაში” ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ მინისტრსა და პრემიერს შორის საუბარი დაახლოებით ერთი კვბირის წინ შედგა. ბიძინა ივანიშვილი უკმაყოფილებას კონკრეტულად დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების და მათთვის ფართების დაკანონების გაჭიანურებით არის უკმაყოფილო.

მინისტრთა კაბინეტში ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის შემცვლელის კანდიდატურაც აქტიურად განიხილება, თუმცა სავარაუდო კანდიდატთა ვინაობა მკაცრად არის გასაიდუმლოებული.

სხვა ახალი ამბები: