დავით დარახველიძე სამეგრელოში ვიზიტს განაგრძობს

0

1002570_445288805568337_16046563_nიძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. მინისტრი ფოცხო–ეწერის ტერიტორიაზე, კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ მოსახლეობას, ადგილობრივ ხელმძღვანელ პირებთან ერთად შეხვდა.

დევნილებთან შეხვედრისას მინისტრმა ყურადღება გაამახვილა დასაქმების პრობლემაზე, მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე. დავით დარახველიძის განმარტებით, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ხელახალი რეგისტრაცია 1 აგვისტოდან დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება. ასევე მისი განაცხადებით, საქართველოს პარლამენტი განიხილავს დევნილთათვის სხვა სოციალური შეღავათების საკითხსაც.

ბოლოს კი მინისტრი გაეცნო დევნილთა პრობლემებს და მათ დახმარებას დაჰპირდა.

სხვა ახალი ამბები: