„დავით კეზერაშვილი ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძეს ვაჟის ლიკვიდაციით ემუქრება“

0
kezerashvili_ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძეს დღეს, დილის 4 საათზე ვაკეში, საკუთარ სახლთან „ლექსუსის” ჯიპი დაუწვეს.
ბიზნესმენის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე მომხდარს ყოფილი მაღალჩინოსნის, ამჟამად ძებნილი დავით კეზერაშვილის სახელს უკავშირებს და აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ მისი დაცვის ქვეშ მყოფს კეზერაშვილი მეგობრის, სოსო მგელაძის მეშვეობით დაუკავშირდა და მის წინააღმდეგ წარმოებული საქმის შეწყვეტა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხევაში კი ოჯახის წევრების, მათ შორის ნიჟარაძის უმცროსი ვაჟის ლიკვიდაციით დაემუქრა.
„საქმე ეხება 50 მილიონი ლარის ოდენობის ქონებას, რომელიც კეზერაშვილმა თანამდებობაზე ყოფნის დროს ბიზნესმენს წაართვა. თამაზ ნიჟარაძემ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კუთვნილი ქონების დაბრუნების მიზნით დავით კეზერაშვილს სასამართლოში უჩივლა. სამართლებრივი დავა ბიზნესმენმა მოიგო, ხოლო კეზერაშვილს სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქონება დაუყადაღეს. თამაზ ნიჟარაძეს მოწინააღმდეგე არ ჰყოლია და არც დაპირისპირება ჰქონია სხვა პირთან, გარდა კეზერაშვილისა” – აცხადებს ხაჭაპურიძე, რომელიც 12:00 საათზე დაზარალებულ ბიზნესმენთან ერთად ბრიფინგს გამართავს.

 

სხვა ახალი ამბები: