დავით კიკალიშვილს არ სურს დაემსგავსოს იმ ადამიანს, რომელსაც სჯერა, რომ “სტალინმა არ იცოდა”

0

kikala“ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას იმის გამო, რომ გასული წლების საქმიანობისას “პოსტ სკრიპტუმში” მომზადდა რეპორტაჟები, სადაც ზოგ შემთხვევაში გამოყენებული იყო პოლიციისა თუ პორკურატურის მიერ მოპოვებული აღიარებითი ჩვენებები. თუ დადასტურდა, ხაზს ვუსვამ, თუ დადასტურდა, რომ ისინი ასეთი ძალადობით და კანონდარღვევით იყო მოპოვებული, “პოსტ სკრიპტუმი” ძალას არ დაიშურებს, რათა აღადგინოს დაზარალებულთა საქმიანი რეპუტაცია, პატივი და ღირსება”

ეს განცხადება სამაუწყებლო კომპანია “რუსთავის 2” საკვირაო შემაჯამებელი გადაცემის “პოსტ სკრიპტუმის” წამყვანმა დავით კიკალიშვილმა გუშინ პირდაპირ ეთერში გააკეთა. გადაცემის მსველობისას ის სამართალდამცველების მიერ აღმოჩენილ სკანდალურ ვიდეომასალას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ სურს დაემსგავსოს იმ ადამიანს, რომელსაც დღესაც სჯერა, რომ “სტალინმა არ იცოდა”.

“პოსტ სკრიპტუმი პრაქტიკულად საავტორო გადაცემაა და თავს უფლებას მივცემ და პირველ რიგში თანადგომას გამოვუცხადებ დაზარალებულებსა და მათ ოჯახებს. მიუხედავად დანაშაულის სპეციფიკისა, როდესაც მტკიცებულებების მოპოვება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ დროზე ვერ შევუწყვეთ ხელი გამოვლენასა და აღმოფხვრას” -განაცხადა დავით კიკალიშვილმა.

სხვა ახალი ამბები: