დავით კირვალიძე შესაძლოა დააკავონ

0
davit_kirvalidzeსოფლის მეოურნეოის მინისტრი დავით კირვალიძე შესაძლოა პასუხისგებაში მიეცეს. „პირველი რადიოსთვის“ ცნობილი ხდება,რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების ჩვენებების საფუძველზე შესაძლოა გამოძიებას კირვალიძესთან შეკითხვები ჰქონდეს. შესაძლოა ის მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დაიბარონ.
კულუარული ინფორმაციით,არ არის გამორიცხული მისი დაკავებაც მოხდეს.სხვადასხვა მედიასაშუალებებში უკვე გამოჩნდა მცირედი დეტალები დაკავებულების ჩვენებებიდან,თუმცა გამოძიებას დაკითხვის სრული შინაარსი ოფიციალურად არ გაუსაჯაროვებია.
შეგახსენებთ,რომ კირვალიძემ პრემიერს მინისტრის უფრლება-მოსილების შეწყვეტა მის სამინისტროში აღმოჩენილი კორუფციული სქემის შემდეგ სთხოვა.პრემიერს ამ დრომდე კირვალიძის განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

 

სხვა ახალი ამბები: