დავით ნარმანიამ აფხაზეთის მთავრობის სხდომაზე დევნილთა მიმართულებით დაგეგმილი ახალი პროექტები წარადგინა

0

1418451_694300377254424_1488760756_nაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია დაესწრო დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია დაესწრო. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ დავით ნარმანიას აფხაზეთის მთავრობის ახალი შემადგენლობა გააცნო. შეხვედრაზე დევნილთა სფეროში მიმდინარე პრობლემებზე, მათი მოგვარების გზებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს. დავით ნარმანიამ აფხაზეთია ა/რ მთავრობის წევრებს ინფრასტუქრტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს მიმდინარე და სამომავლო პროექტები, მათ შორის დევნილთა მიმართულებით დაგეგმილი და განსახორციელებელი პროგრამები გააცნო. მინისტრის განცხადებით, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრები სპეციალური დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომებს დაესწრებიან. ,,კომისიები, რომელსაც მე ვხემძღვანელობ და დაკავშირებულია გამყოფ ხაზთან თუ დევნილთა საკითხების მოგვარებასთას, სათათბირო ხმის უფლებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები ჩაერთვებიან“, –განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა. მთავრობის სხდომაზე შვიდ საკითხი განიხილებოდა, მათ შორის აფხაზეთის ა/რ მთავრობის სტრუქრტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე–აფხაზეთის ა/რ კანონის პროექტი. კანონპროექტი ითვალისწინებს აფხაზეთის ა/ რ ეკონომიკისა და ახფაზეთის ა/რ ფინანსთა სამინისტროების ლიკვიდაციასა და მათ ნაცვლად აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შექმნას. ასევე, აფხაზეთის ა/ რ სტუქტურებში საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებულ ხარვეზებსა და სამომავლოდ საწვავის მიზნობრივ გამოყანებაზე ისმჯელეს.

სხვა ახალი ამბები: