დავით ნარმანია: “სენაკს სტიქიის შედეგად 800 ათას ლარამდე ზიანი მიადგა”

0

narmaniaრეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით ნარმანიას განცხადებით სენაკს, სტიქიის შედეგად 800 ათას ლარამდე ინფრასტრუქტურული ზიანი მიადგა.  სტიქიის შედეგად უმეტესწილად საგზაო და წყლის სისტემებია დაზიანებული.

“სენაკში გუშინ მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა დაახლოებით დათვლილია. საუბარია 800 000 ლარამდე ინფრასტრუქტურულ ზიანზე. აქედან გამომდინარე, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დავაყენებ საკითხს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით.” – აცხადებს ნარმანია.

 

სხვა ახალი ამბები: