დავით ნარსია: “მალე სამეგრელოში დევნილებისთვის 25 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაიწყება”

0

10965021_696852453760896_670670845_oაფხაზეთის მთავრობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში წარმომადგენლობაში ოთარ გოგოხიას სახელზე თხოვნის წერილი შემოვიდა. წერილში ზუგდიდის რაიონის სოფელ ზედაეწერის ერთ-ერთი კოლექტიური ცენტრის , კერძოდ ამავე სოფლის ბაგა – ბაღში ჩასახლებული აფხაზეთის მკვიდრთა გულისტკივილი იყო დაფიქსირებული. ადგილზე სიტუაციაში გასარკვევად დევნილებს შეხვდნენ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მთავარი მრჩეველი შორენა ფრუიძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სამმართველოს უფროსი სამეგრელო-ზემო სვანეთის და აჭარის რეგიონში დავით ნარსია და მოადგილე ზურაბ გერგედავა.

10960781_696852383760903_1172453108_o10965259_696852343760907_574176532_o10969243_696852247094250_683841666_o“ჩვენ ერთობლივად ადგილზე დავაფიქსირეთ დევნილთა საცხოვრებელი პირობები, რომელიც არ შეესაბამება არც ერთ სტანდარტს – ჩამონგრეული და ჩანგრეული კედელი და იატაკი, ნესტიანი და ბნელი ოთახები, ბინძური წყლით დაგუბებული და მძაფრი არასასიამოვნო სუნის მქონე სარდაფები, დარღვეული ჰიგიენური ნორმები. ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ პრობლემების რაც ჩვენ დავაფიქსირეთ ადგილზე”-აცხადებს ფრუიძე.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დანიშვნიდან არც თუ ისე დიდი დრო გავიდა ვცდილობ მაქსიმალურად გავერკვე რეგიონში არსებულ ყველა პრობლემაში. ამასთან ერთად მაქვს მუდმივი კონტაქტები როგორც აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობასთან ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის უწყებებთან. ნებისმიერი მესიჯი , სადაც დაფიქსირებულია დევნილთა პრობლემები არ რჩება სამინისტროს, ჩვენი უწყების და კერძოდ ჩემი რეაგირების გარეშე. რაც შეეხება კონკრეტულ ბაგა – ბაღს. მართალია იქ არ დაგვხვდა ის საცხოვრებელი პირობები, რომელიც უნდა ქონდეს ადამიანს 21-ე საუკუნეში , თუმცა არიან დევნილები რომლებიც გაცილებით უარეს მდგომარეობაშიც იმყოფებიან. ამ ეტაპზე მათ ვერ მიიღეს ბინები იმ მიზეზით, რომ არ ქონდათ მინიჭებული გამსვლელი ქულები. თუმცა მათ შევთავაზე შეევსოთ აპლიკაცია კერძო სახლების შესყიდვაზე. მინდა კიდევ ერთხელ გავაჟღერო, რომ სულ მალე რეგიონის მასშტაბით დაიწყება 25 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. შედეგად კი ათასობით დევნილი მიიღებს საცხოვრებელ ფართს და შესაბამისად იცხოვრებს ცივილურად. ამას მოწმობს ცენტრალური ხელისუფლების და ჩვენი სამინისტროს მიერ ბოლო დროს დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები, რომელიც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რომ დევნილი მოსახლეობა არის მთავრობისთვის პრიორიტეტი”-აცხადებს დავით ნარსია.

სხვა ახალი ამბები: