დავით საგანელიძე: „ნაციონალები“ ეკლესიაში მონაზვნებად ან მამაოებად წავიდნენ”

0
saganelidzeსაპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის” წევრებს დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნის დაყენების მორალური უფლება არ აქვთ, რადგან ის დანაშაული, რომლის გამოძიებასაც ითხოვენ, მათი 9–წლიანი მმართველობისას ხდებოდა”.
ამის შესახებ მან ტელეკოპანია „რუსთავი 2″–ის  გადაცემა „პოზიციაში” სტუმრობისას ისაუბრა და დასძინა, რომ „საპარლამენტო უმცირესობის წევრები ჯერ  ეკლესიაში მონაზვნებად ან მამაოებად უნდა წავიდნენ, მოინანიონ წლების განავლობაში არსებული უსამართლობა, საზოგადოებას ბოდიში მოუხადონ და მერე ასწავლონ ჭკუა ვინმეს”.
„რა საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ?! სანამ ისინი დამნაშავეების მკაცრად დასჯას მოითხოვენ, თუ ეკლესიაში არ წავლენ მონაზვნებად და მამაოებად, ბოდიში მაინც მოუხადონ საზოგადოებას, რომლის სათავეშიც წლების განმავლობაში იყვნენ და სადაც ეს ყველაფერი ხდებოდა. ამის მერე მოუწოდონ ვიღაცას რაღაც და თქვან, რომ აღშფოთებულები და შეწუხებულები არიან! საპარლამენტო კომისიაში უმრავლესობით უნდა იყვნენ და გამოიძიონ რამე?! დროა, სირაქლემას პოზიციიდან გამოვიდნენ და/ან საერთოდ ქვეყნიდან წავიდნენ, ან ეკლესიაში წავიდნენ და მოინანიონ. ამ თემას სწავლობს პროკურატურა, ამ თემას სწავლობს შესაბამისი უწყებები და კეთილი ინებონ და მოუსმინონ, ეს სტრუქტურები რას იტყვიან. მომინდომეს კომისია… წლების განმავლობაში თვითონ იყვნენ კომისიაც, მთავრობაც, პროკურორებიც, პრეზიდენტებიც, მინისტრებიც და ასე შემდეგ. მაშინ იყვნენ არხეინად და არაფერი იცოდნენ!,”– განაცხადა დავით საგანელიძემ.

სხვა ახალი ამბები: