დავით საგანელიძე: “ჩემს ფიტულს წვავენ ე.ი ძალიან აიწია ჩემმა ამბიციებმა“

0

sagaსაპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე, მარტვილში მისი ფიტულის დაწვას ეხმაურება. საგანელიძის განცხადებით ჯგუფი, რომელმაც ეს აქცია დაგეგმა პირადი ინტერესებით მოქმედებს და პარტიულ საქმიანობასთან ამას კავშირი არ აქვს.- რამდენი ადამიანიც გამოხტება და ასანთით დაიწყებს თამაშს, ყველაზე რეაგირებას ვერ მოვახდენ-აცხადებს დავით საგანელიძე გაზეთ „რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში

„…დაწვან, რა ვქნა?თუ უნდათ ჩემს პარამეტრებსაც გაუსწორონ-სიმაღლეს,წონას. ეს იმის საქმეა, ვისაც თავში აზრად მოსდის. ადრე რეიგანის ფიტულებს წვავდნენ,კლინტონის, ახლა ობამას ფიტულის დაწვაზე იყო საუბარი, ჩემსას წვავენ ე.ი ძალიან აიწია ჩემმა ამბიციებმა“…განაცხადა საგანელიძემ.

მან აღნიშნა, რომ არსებული სიტუაციის მიუხედავად მარტვილში ჩასვლას არ აპირებს, რადგან სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმეებია საპრეზიდენტო არჩევნების წინ. დავით საგანელიძე მარტვილის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის ზურაბ ბიგვავას განცხადებას, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იგნორირებული არიან და მარგველაშვილის საარჩევნო შტაბში ყოფილი „მხედრიონელები“ და „ნაციონალები“ ინიშნებიან, საგანელიძე ტყუილს უწოდებს. მარტვილის ყველა მცხოვრები ვინც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, კოალიციის შტაბის ხელმძღვანელი ვერ იქნება ამბობს საგანელიძე.

“ ერთი თავმჯდომარის ვაკანსიაზე მთელი მარტვილის მოსახლეობას თუ არა ნახევარს მაინც აქვს პრეტენზია, რომ ამ თანამდებობაზე ის უნდა იყოს“-განაცხადა საგანელიძემ. როგორც უმრავლესობის ლიდერი განმარტავს მარტვილის საარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს ზურაბ ბიგვავას საერთოდ არ იცნობს. საგანელიძის თქმით საპარლამენტო არჩევნების დროს სამეგრელოს რეგიონს ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობდა და შესაძლოა ბიგვავა მისი რეკომენდაციით იყო დანიშნული.

სხვა ახალი ამბები: