დავით სარსანია: ”მალე ფოთი პრაღის მსგავსად ქანდაკებების ქალაქი გახდება”

0

954714_608693019150575_1880274848_nმალე ფოთი პრაღის მსგავსად ქანდაკებების ქალაქი გახდება. ქალაქის იერსახის შესაცვლელად სპეციალური გეგმა უკვე შემუშავებულია.

ფოთის მერის, დავით სარსანიამ განცხადებით, ქალაქი მთლიანად გრანიტითა და მარმარილოთი მოპირკეთდება და ქანდაკებების მინიატურა ძველი კოლხური მითოლოგიის მიხედვით დამზადდება.

დავით სარსანიას თქმით სამუშაოების ჩასატარებლად ბიუჯეტიდან 12 მილიონი ლარი უკვე გამოყოფილია. აღნიშნული პროექტის განხორციელება კი სავარაუდოდ უახლოეს მომავალში დაიწყება.

მისივე თქმით ფოთში სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც ხორციელდება. აქტიურად მიმდინარეობს თეატრისა და სტადიონის მშენებლობა, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება.

დავით სარსანია ასევე აღნიშნავს, რომ წელს საფეხბურთო ნაკრებს – “ფოთის კოლხეთი” ასი წელი უსრულდება, და შესაბამისად სტადიონის გახსნის დღეს გრანდიოზული საიუბილეო ღონისძიება გაიმართება.

სხვა ახალი ამბები: