დავით საყვარელიძის განცხადებით გელა ხვედელიძე საზღვარგარეთ განცხრომით ცხოვრობს

0

xvedelidzeსაპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, დავით საყვარელიძის ინფორმაციით, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება და განცხრომით ცხოვრობს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საყვარელიძე თამაზ თამაზაშვილის საქმეზე დაკავებული ექვსი ყოფილი პოლიციის საქმეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ბიჭები არიან ვაჟკაცები, რომლებიც კორუფციის აღმოფხვრის მიზნით, მუშაობდნენ და სახლებში ჯილდოები წაიღეს და არა ჯამაგირი.

“ე.წ. სამართლიანობის აღდგენა ზუსტად გათვლილი ანგარიშსწორებაა. პირველად ვნახე, როდესაც ბადრაგის თანამშრომლები სასამართლო პროცესზე ადვოკატებს გულშემატკივრობდნენ. ეს ადამიანები ციხეში სხედან, მაშინ როცა ხდეველიძე, რომლის დაკავებაც ღარიბაშვილმა ზარ-ზეიმით გამოცხადა, 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, გაუშვეს და ის საზღვარგარეთ არის გამგზავრებული, სადაც განცხრომაში ცხოვრობს”, – დასძინა საყვარელიძემ.

სხვა ახალი ამბები: