დავით სერგეენკომ ზუგდიდში ახალი კლინიკისთვის ადგილი შეარჩია (VIDEO)

0

IMG_8537_resizeდღეს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შემოთავაზებული ტერიტორიების დასათვალიერებლად ზუგდიდში ჩამოვიდა. მინისტრმა ის ტერიტორია დაათვალიერა სადაც ახლო მომავალში ახალი კლინიკა უნდა აშენდეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მინისტრს ოთხი ადგილი შესთავაზა:
1. ქალაქის ცენტრში, ზუგდიდის საავადმყოფო ,,რესპუბლიკა“–ს მიმდებარე ტერიტორია (დაახლოებით 0.8 ჰა).
2. ქალაქის ცენტრიდან 2 კმ–ის დაშორებით მშენებარე საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია, ქალაქისა და სოფელ ახალსოფლის საზღვარზე (შესაძლოა 1 ჰა–მდე).
3. ქალაქის ცენტრიდან 6–7 კმ–ის დაშორებით, ფაიფურის ქარხნის დასახლებისა და სოფელ რუხის (ნაწულუკუს უბანი) საზღვარზე (1 ჰა–მდე ფართი).
4. ქალაქის ცენტრიდან 2 კმ–ის დაშორებით, სპორტული კომპლექსის მიმდებარე ტერიტორია (დაახლოებით 0,7  ჰა).
გამგეობის მიერ მონიშნულ ადგილებს სპეციალისტები შეისწავლიან და მათი დასკვნის დადების შემდეგ  კლინიკის ასაშენებლად განკუთვნილი ადგილის შერჩევამოხდება.

ვიდეო

სხვა ახალი ამბები: