დავით სერგეენკო: “არ არის საჭირო მედიკამენტების წინასწარ მომარაგება”

0

david_sergeenko_1ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, მედიკამენტების წინასწარ მომარაგება საჭირო არ არის და პანიკის საფუძველი არ არსებობს.ამის შესახებ სერგეენკომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა.

„ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ არანაირად არ არის საჭირო მედიკამენტების წინასწარ მომარაგება. რეცეპტებზე გადასვლის გარდამავალი გეგმა გათვლილი იქნა ერთი წლის განმავლობაში და ეს ეტაპობრივად ხორციელდებოდა. ცალსახად მინდა გავუსვა ხაზი და მივმართო მოსახლეობას, რომ არანაირი პანიკის საფუძველი არ არის. ურეცეპტო გაყიდვაში რჩება 3300-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, ხოლო ყველა აფთიაქში იქნება გადაუდებელი მედიკამენტების სპეციალური ჩამონათვალი, რომელიც უეცრად გაუარესებული მდგომარეობის შემთხვევაში, როცა ადამიანი იქვე აფთიაქთან ახლოს იმყოფება, ვიდრე ექიმთან მივა, შეეძლება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეიძინოს. იგივე შეეხება ქრონიკური დაავადების მქონე პაციენტებს, შემოდის ხანგრძლივი, ერთწლიანი მოქმედების რეცეპტი, ერთი გამოწერით მთელი წლის განმავლობაში შეეძლება შეიძინოს წამალი, ხოლო წელიწადში ერთხელ ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტი ისედაც უნდა მივიდეს ექიმთან. როგორც მოგახსენეთ, თავისუფალ გაყიდვაში რჩება 3300 მედიკამენტი, ანთების საწინააღდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ძალიან დიდი ჩამონათვალია, ამიტომ ვარწმუნებ მოსახლეობას, ამ მხრივ რისკები არ არის. კიდევ ერთი რამის დამატება მინდოდა, ჩვენ რა თქმა უნდა ყურადღებით ვადევნებთ თვალლს საზოგადიოების აზრს და არ შემიძლია გაკვირვება და განცვიფრება არ გამოვხატო ადამიანების ჯგუფისგან ერთგვარი რაღაც მსუბუქი ცინიკური დამოკიდებულებით ამ საკითხისადმი. გარწმუნებთ, რომ ეს ძალიან სერიოზული თემაა და ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ დაგვებრუნებინა სისტემა ნორმალური კლინიკური მედიცინის ლოგიკისთვის“, – განაცხადა სერგეენკომ.

სხვა ახალი ამბები: