დავით უსუფაშვილი თანამდებობას ტოვებს

0

dato

დავით უსუფაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს. “რესპუბლიკური პარტია” რიგით მეხუთე თავმჯდომარეს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აირჩევს. მორიგი ყრილობა, სავარაუდოდ, მარგველაშვილის გამარჯვების შემდეგ, ნოემბერში ჩატარდება და უსუფაშვილის შემცვლელსაც იქ შეარჩევენ.

მანამდე დავით უსუფაშვილმა განცხადება გააკეთა, რომ პარტიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას შეიჩერებდა, რადგან ორი მნიშვნელოვანი პოსტისთვის დრო არ ჰყოფნიდა და ამით მხოლოდ პარტია დაზარალდებოდა. თუმცა, როგორც პარტიის ოფისში განმარტეს, უსუფაშვილის სურვილი მიუღწეველი დარჩა, რადგან უფლებამოსილების შეჩერება ოფიციალური განაცხადის საფუძველზე უნდა მომხდარიყო. უსუფაშვილს, როგორც პარტიაში ამბობენ, ამ თხოვნით არ მიუმართავს პარტიისთვის. თუმცა, როგორც კულუარებში ამბობენ, დავით უსუფაშვილს თანამდებობის ვადაზე ადრე დატოვებაზე უარი პარტიის წევრებმა უთხრეს.

სხვა ახალი ამბები: