დავით უსუფაშვილი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ევროპის მაგალითით ხსნის

0

davit_usufashvili_2საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ევროპა ეს არის მრავალპარტიულ-დემოკრატიულ სისტემაზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემა.

მან ამის შესახებ დღეს თბილისში, საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციის გახსნისას განაცხადა და დასძინა, რომ სწორედ აღნიშნულ ფონზე უნდა განიხილებოდეს პრემიერ- მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა.

“ევროპა ეს არის მრავალპარტიულ-დემოკრატიულ სისტემაზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემა. ეს არის ხალხის ნების აღმასრულებელი მთავრობების პოლიტიკური სისტემა და არა მორიგი გმირების, მესიების, მხსნელი პიროვნებების იმედებზე არსებული საზოგადოებები, როგორც ეს დღემდე საქართველოში იყო. სწორედ ამ ფონზე უნდა განვიხილოთ ჩვენ პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გეგმა და განცხადება იმის თაობაზე, რომ იგი შესაძლოა ახლო მომავალში სხვა როლში მოგვევლინოს, რათა საქართველოს პოლიტიკურ სისტემას, მმართველ კოალიციას მისცეს სწორედ დემოკრატიული გზით განვითარების საშუალება. მე ვიტყოდი, აიძულოს კიდეც პოლიტიკური სისტემა, რომ ამ მიმართულებით გადადგას ნაბიჯები”,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სხვა ახალი ამბები: