დავით უსუფაშვილი: ირაკლი არის კარგი მენეჯერი, კომუნიკაბელური და პოლიტიკური გამოცდილებაც აქვს”

0

11299_1პარლამენტის თავმჯომარე დავით უსუფაშვუილი ამაყია, რომ ერთი წლის განმავლობაში მთავრობამ ყველა დაპირება შეასრულა და შეძლო საკუთარ გუნდში ისეთი პიროვნებების გამოვლენა, რომლებიც თავიანთ საქმეს ყველაზე უფრო შეეფერებიან.

ამის შესახებ მან პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის შეფასებისას, ჟურნალისტებს განუცხადა.

უსუფაშვილი თქმით, ღარიბაშვილი პირველივე დღიდან გუნდში ნათელი წერტილი იყო.

„ირაკლიმ ყველაზე მძიმე სიტუაციაში შეძლო პასუხისმგებლობის აღება, ის არის კარგი მენეჯერი, კომუნიკაბელური, პოლიტიკური გამოცდილება „ქართულ ოცნებაში“ შეიძინა. ასე რომ, მის კანდიდატურასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა სრულიად ჩამოყალიბებულია. რაც შეეხება ცვლილებებს მინისტრთა კაბინეტში და მთავრობის დამტკიცებას, ეს ყველაფერი სავარაუდოდ 17 ნოემბრის, ანუ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ მოხდება,“ – განაცხადა უსუფაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა მისი შემცვლელის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი კოალიციის ცენტრალურ ოფისში წარადგინა.

სხვა ახალი ამბები: