დავით უსუფაშვილი: “სუპერძალაუფლებიანი პირები აღარ უნდა იყვნენ ხელისუფლებაში”

0

usufashviliდღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა, თუმცა არ დაასახელა რომელიმე კონკრეტული კანონი, რომელიც შეიძლებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი ყოფილიყო მიღებულ კანონებს შორის.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, უმნიშვნელო კანონი არ არსებობს.
მისი თქმით, პარლამენტმა ერთი წლის განმავლობაში დაძლია ყველა ვეტო, მაგრამ ეს ფაქტი საამაყო არ არის.

უსუფაშვილი ისურვებდა, რომ ვეტოს დადების დროს პრეზიდენტის არგუმენტი იყოს იმდენად ძლიერი, რომ პარლამენტმა ეს რეკომენდაციები გაიზიაროს.

პარლამენტის თავმჯდომარე კიდევ ერთ მიღწევად მიიჩნევს იმას, რომ პარლამენტის მიერ განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით დაბალანსდა პრემიერისა და პრეზიდენტის უფლებამოსილებები.

როგორც მან აღნიშნა, სუპერძალაუფლებიანი პირები აღარ უნდა იყვნენ ხელისუფლებაში.
პარლამენტის თავმჯდომარე ისურვებდა, რომ პარლამენტის მუშაობაში და კანონების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოება უფრო მეტად ჩართული იყოს.

სხვა ახალი ამბები: