დავით უსუფაშვილი: “ქალბატონ ნინოს გადაეცით, თუ ეჭვიანობის ხასიათზეა, კიდევ უფრო მეტად იეჭვიანოს”

0

usufashvili“რაც შეეხება დავით ბაქრაძესთან ურთიერთობას, ის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერია. მე პარლამენტის თავმჯდომარე ვარ. პარლამენტში მუშაობენ და ვალდებული არიან, იმუშაონ პარლამენტის წევრებმა, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს წარმოადგენენ. ეს ხალხი მე კი არ ავიყვანე სამსახურში და პარლამენტში მე კი არ შემიყვანია, არამედ ამ კარში ჩემთან ერთად შემოვიდნენ და ზოგიერთი ჩემზე წინ შევიდა. ისინი მე არ ამირჩევია, ამიტომ ისეთი დამოკიდებულებები, როგორიც არის მიყვარს, მომწონს, მეხალისება და მეამაყება გვერდზეა გადადებული. მე მიყვარს, მომწონს, მეხალისება და მეამაყება “რესპუბლიკელებთან” და კოალიცია “ქართულ ოცნებასთან” ურთიერთობა, მაგრამ ვალდებული ვარ, ურთიერთობა მქონდეს ყველასთან, მათ შორის დავით ბაქრაძესთან. დიახ, ქალბატონ ნინოს გადაეცით და თუ ეჭვიანობის ხასიათზეა, კიდევ უფრო მეტად იეჭვიანოს, რომ ყოველი სასესიო კვირის დასაწყისში მქონდა და ხვალაც მექნება დავით ბაქრაძესთან, როგორც უმცირესობის ლიდერთან კონსულტაციები იმის შესახებ, მომდევნო კვირის განმავლობაში დღის წესრიგში განსახილველი საკითხები სჯობს ორშაბათს, ხუთშაბათს, თუ პარასკევს შევიდეს. არის დელეგაციები, რომელშიც უმრავლესობაც შედის და უმცირესობაც, ჩამოსასვლელია სტუმარი, შიდა საპარლამენტო ამბებია მოსაგვარებელი, 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის განსხილვაა დასაგეგმი, ამაზე ვმუშაობ ბაქრაძესთან და ვიმუშავებ ხვალაც. ზეგ პარლამენტში ვიქნები ისევ მე, თუ იქნება სხვა, ასე იქნება ყველაფერი. ასე რომ, ვამშვიდებ ყველა კანდიდატს, არცერთს არა აქვს ეჭვიანობის საფუძველი – ყველა ერთიანად მიყვარს ან არ მიყვარს”

სხვა ახალი ამბები: