დავით ფაცაციამ ფოცხო-ეწერში ჩასახლებული დევნილები მოინახულა

0

935760_615370798492144_622753641_nდღეს გაეროს ეგიდით ლტოლვილთა დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი დავით ფაცაცია წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხო-ეწერში ჩასახლებულ დევნილებს ეწვია. დავით ფაცაციამ საქართველოს მთავრობის სახელით დევნილებს ფასიანი საჩუქრები გადასცა.

“მადლობელი ვართ ყველაფრისთვის. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბატონი დავით ფაცაცია ჩვენთან ჩამოდის და თან საჩუქრებით ხელდამშვენებული. ის ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს დევნილ მოსახლეობას, რაც ძალიან გვახარებს.”-აცხადებენ ფოცხო-ეწერში ჩასახლებული დევნილები.

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი დავით ფაცაცია ასევე ეწვია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ზღვაიას დასახლებასა და ქალაქ ჯვარში ჩასახლებულ დევნილებს. პოლიტსაბჭოს წევრმა დევნილებს გაუზიარა პრემიერ ბიძინა ივანიშვილის სამომავლო გეგმები დევნილებთან მიმართებაში.

სხვა ახალი ამბები: