დავით ფაცაციას მხარდამჭერები სამეგრელოში ხელმოწერებს აგროვებენ

0

images-cms-image-000003526ზუგდიდში მოქმედმა დევნილთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა დღეს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პრესკონფერენცია გამართეს. ისინი  აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე მხარს უჭერენ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრ დავით ფაცაციას კანდიდატურას.

„დათო ფაცაცია ჩატეხილ  ხიდს გაამთელებს ქართველებს და აფხაზებს შორის. მას სამოქმედო გეგმა აქვს შემუშავებული, როგორ უნდა შეიცვალოს სასზღვრო პოლიტიკა ენგურის ხიდზე. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმ ქართველებზე, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მათი დიდი ნაწილი ფაცაციას მხარს უჭერს. კანდიდატები, რომლებიც აფხაზეთის მთავრობამ უზენაეს საბჭოს წარუდგინა, ამავე მთავრობაში სხვადასხვა სტრუქტურებში მუშაობდნენ, თუმცა მნიშვნელოვანი დადებითი ცვლილებები არ განუხორციელებიათ. ჩვენ გვჭირდება ახალი ინიციატივები“,-აცხადებს დევნილთა საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი თეონა ქარდავა.

დევნილთა საინიციატივო ჯგუფის წევრების განცხადებით მათ მიერ დასახელებულ კანდიდატურასთან იძულებით გადაადგილებულ პირთა შეხვედრა სავარაუდოდ მომავალ კვირას შედგება. დავით ფაცაციას მხარდამჭერების ხელმოწერები დღეიდან უკვე ოფიციალურად დაიწყო, რომელიც აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.

ცნობისათვის, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა 5 აპრილიდან ვაკანტურია. ამჟამად მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი ვახტანგ ყოლბაია ასრულებს.

სხვა ახალი ამბები: