დავით ფაცაცია: დევნილები 200 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ

2

935760_615370798492144_622753641_nსაქართველოს სხვადასხვა რეგიონში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებზე რამდენიმე დღეში 200 ლარიანი ვაუჩერები გაიცემა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ უკვე მიიღო. 200 ლარიანი ვაუჩერს 40.000 დევნილი უახლოეს ხანებში მიიღებს, რომელსაც ინდივიდუალური ოჯახები შეშის შესაძენად ან კომუნალური ხარჯების დასაფარავად გამოიყენებენ.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge ამ ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრს დავით ფაცაციას ესაუბრა. მისი განმარტებით გარდა ამისა, უახლოეს მომავალში ის დევნილები, რომელთაც საკუთარი საცხოვრებელი ფართები ამ ეტაპისთვის არ გააჩნიათ, უახლოეს მომავალში ახალმოსახლეობას იზეიმებენ ზუგდიდსა და თბილისში, სადაც მათთვის საცხოვრებელი კორპუსები შენდება.

“200 ლარიანი ვაუჩერები დაურიგდება 40.000 დევნილ ოჯახს, რომელსაც ისინი საჭიროებისამებრ მოიხმარენ. ეს იქნება ზამთრისთვის შეშის შეძენა თუ კომუნალური გადასახადების გადახდა. გარდა ამისა უახლოეს მომავალში იმ დევნილებს, რომელთაც არ გააჩნიათ საკუთარი საცხოვრებელი ფართები, შევასახლებთ ახალ საცხოვრებელ კორპუსებში. როგორც მოგეხსენებათ ახალი კორპუსები შენდება ზუდგიდსა და თბილისში. ასევე საცხოვრებელი ფართები დაუკანონდებათ სხვადასხვა კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს. რათქმაუნდა მოხდება ამავე საცხოვრებელი ფართების კეთილმოწყობაც.”-აღნიშნა smo.ge-სთან სატელეფონო საუბარში დავით ფაცაციამ.

სხვა ახალი ამბები: