დავით ფაცაცია:- “კობა დავითაშვილმა ნაადრევი განცხადება გააკეთა”

0
935760_615370798492144_622753641_n„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრის დავით ფაცაციას განცხადებით, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, „ხალხის პარტიის” ლიდერმა, დეპუტატმა კობა დავითაშვილმა ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის საკითხთა მინისტრ დავით სერგეენკოს საქმიანობასთან დაკავშირებით, „ძალიან მძიმე განცხადება გააკეთა”.
როგორც ფაცაციამ დღეს „Front news”–ის პრეს–კლუბში სტუმრობისას აღნიშნა, კოალიციის პოლიტსაბჭო კობა დავითაშვილის საკითხზე უახლოეს დღეებში იმსჯელებს.
„როდესაც არსებობს კითხვები, მარტივია მინისტრს დაურეკო და გაერკვე, ან თუნდაც პარლამენტში დაიბარო. თუმცა ბატონმა კობა დავითაშვილმა ძალიან მძიმე განცხადება ნაადრევად და ნაჩქარევად გააკეთა. უახლოეს დღეებში კოალიციის პოლტსაბჭოს სხდომა გაიმართება და იქნება საუბარი ამ თემაზეც, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებაც საზოგადოებას ეცნობება,”– განაცხადა დავით ფაცაციამ.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, „ხალხის პარტიის” ლიდერმა კობა დავითაშვილმა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი დავით სერგეენკო სადაზღვევო პროგრამასთან დაკავშირებით, კორუფციულ გარიგებებში დაადანაშუალა. დავითაშვილის აღნიშნულ განცხადებას პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის რეაქციაც მოჰყვა. პრემიერის თქმით, მას კობა დავითაშვილთან საკმად მწვავე სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

სხვა ახალი ამბები: