დავით ქანთარია როლანდ ახალაიასთვის უძრავი ქონების ჩამორთმევას და აუქციონის წესით გაყიდვას ითხოვს

0

axalaia-rolandფოთის ყოფილი მერი ახალი ინიციატივით გამოდის და ფოთის მოსახლეობისთვის ავტოსადგომების ე.წ გარაჟების დანგრევის სანაცვლოდ  როლანდ ახალაიას უძრავი ქონების აუქციონის წესით გაყიდვას და შემოსული თანხის მათთვის გადაცემას ითხოვს. ქანთარიას განცხადებით აღნიშნული შენობა ფოთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში ახალდანიშნულმა პროკურორმა ნათესავების სახელზე გააფორმა. თავად შენობა კი ფოთის მერიის ბალანსზე ირიცხებოდა. დავით ქანთარიას განმარტებით ახალაიას მიერ ფოთის მერიისთვის წართმეული შენობა ფოთის ტაძრის ტერიტორიასთან მდებარეობს.

ფოთში მოსახლეობას დაუნგრიეს და წაართვეს საკუთრება. დღემდე არავიზე არ გაცემულა კომპენსაცია და არ დაუბრუნებიათ ქონება. ამბობენ ბიუჯეტში არ არისო შესაბამისი თანხები. იმავე ფოთში როლანდ ახალაიას გააჩნია უძრავი ქონება, რომელიც  სამ თვეში შეიძინა ახლადდანიშნულმა პროკურორმა, სრულიად უკანონოდ. შენობა ეკუთვნოდა ფოთის მერიას და იყო დაკონსერვებული მშენებლობა. სწორედ ამ დროს შეიძინა ის ახალაიამ. და გააფორმა ნათესავზე.

პირადად მე შემოვდივარ წინადადებით, ჩამოერთვას ეს შენობა როლანდ ახალაიას( სხვათაშორის ეს შენობა მერიისთვის იყო განკუთვნილი), გაიყიდოს აუქციონის წესით და თანხა გაიცეს ფოთელებზე, დანგრეული გარაჟების სანაცვლოდ!!!”-აცხადებს დავით ქანთარია.

სხვა ახალი ამბები: