დავით ცინდალიანის მკვლელობა (მასალა, რომელიც 2010 წელს გამოქვეყნდა)

0

cindalianiაგვისტოს ომის დროს კუდმა ერთ–ერთი სატელეფონო საუბრის გაშიფრვის დროს დავით ცინდალიანის სიტყვები ამოიღო, სადაც ცინდალიანი ერთ რუს გოგოსთან საუბრისას ბორჯომის ხეობაში ქართული ტანკების თაობაზე საუბრობს. იმ ინფორმაციიდან რომელსაც მე ვფლობ ეს გოგოსთან ლაზღანდარობისას წამოცდა. კუდმა ამ სატელეფონო საუბარს შპიონაჟის კვალიფიკაცია მისცა. დავით ცინდალიანი გარემოს დაცვის ინსპექციაში მუშაობდა და პრინციპში მეტყევეებისგან ჰქონდა ეს ინფორმაცია, ასე რომ ამის გამო სამხედრო საიდუმლოების გამჟღავნება დაბრალდა.

თბილისიდან ქუთაისში დავით ცინდალიანსი დასაკავებლად კუდის სპეცრაზმი გაიგზავნა. ცინდალიანი სამსახურში თათბირზე დაიბარა თავისმა უფროსმა და როდესაც მანქნა გააჩერა კუდის თანამშრომლებმა მანქნიდან გამოათრიეს და თბილისის მიმართულებით წაიყვანეს.
ამ დროს ცენტრალური გზატკეცილი სენაკი–თბილისი ოკუპირებული იყო და ამიტომ სპეცრაზმი დაკავებული ახალციხე–ბოგდანოვკა–წალკის შემოვლით თბილისისკენ გაემგზავრა.

პირველი დაკითხვა გზაზე განხორციელდა, სადა დავით ცინდალიანმა აღიარა რომ ეს რუსი გოგო რამოდენიმე წლის წინ გაიცნო და რომ ეს ინფორმაცია საუბრისას წამოცდა, მაგრამ არა შპიონჟის მიზნით. მოკლედ შპიონაჟი არ აღიარა.

კუდის სპეცნაზი გზაში იყო, როდესაც ბრძანება მოუვიდათ ბათუმისკენ შეტრიალებულიყვნენ და დაკავებული დავით ცინდელიანი ჩაეყვანათ ბათუმში. სპენაზში ამ ბრანებამ გაკვირვებაც კი გამიწვია, მაგრამ ბრძანება შეასრულეს.
ბათუმში ჩასვლის შემდეგ დაკავებული გადასცეს ბათუმის კუდის სპეცნაზ, ზედმეტსახელ “მაიმუნას” მეთაურობით.

ბათუმის კუდის თანამშრომლებმა დავით ცინდალიანი კატერზე დასვეს გაიყვანეს ზღვაში და თავში ერთი გასროლით მოკლეს.შემდგომ მიაბეს სიმძიმე და გვამი ზღვაში გადააგდეს.
ცნობილია ის ფაქტიც, რომ თბილისიდან გაგაზავნილი სპეცრაზმიც შოკში იყო ბათუმელი კოლეგების ასეთი ქმედებით.
არავინ არ ელოდა ასეთ დასასრულს. საუბარია იმაზეც რომ ბათუმის კუდის თანამშრომლები ასეთ ქმედებას ზემოდან ბრძნების გარეშე არ გააკეთებდნენ.

ამ მკველობის თაობაზე სისხლის სამართლის საქმე აღძრული არასოდეს არ ყოფილა და რაც საინტერესოა პოლიციაში ეს საქმე არის გატარებული როგორც უგზო–უკვლო დაკარგული და ამ განხვრივ ძებნაა გამოცხადებული.

ამ ინფორმაციის წყაროს გამჟღავნება შეუძლებელია გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ ინფორმაციის წყარო სანდოა.

მივმართავ შსს და გენპროკურატურას ეს საქმე გამოიძიოს მკვლელობის კვალიფიკაციით.
ჩემი აზრით არ იქნება ძნელი იმ პიროვნებების დადგენა ვიც დავით ცინდალიანის დაკავებაში მონაწილეობდა და არც იმათი ვინც დაკავებული ბათუმში კატერით ზღვაში გაიყვანა.
გიორგი ალანია

სხვა ახალი ამბები: