დავით ძველაია დარწმუნებულია, რომ მისი შვილი საკანში არ მოუკლავთ

0

sakani“თითქმის დავრწმუნდი, რომ ჩემი შვილი საპყრობილეში არ მოუკლავთ”,-ამის შესახებ ქუთაისის საპყრობილეში გარდაცვლილი არასრულწლოვნის მამამ დავით ძველაიამ იმ საკნის დათვალიერების შემდეგ განაცხადა, სადაც მისი შვილი იმყოფებოდა.
“დღემდე ოჯახი დარწმუნებული ვიყავით, რომ ჩვენი შვილი მოკლეს და შემდეგ ჩამოკიდეს, თუმცა დღეს მინისტრმა სოზარ სუბარმა და საპყრობილის დირექტორმა დამათვალიერებინა მისი საკანი, მაჩვენა ჩემი შვილის მიერ შექმნილი ნახატები და რამდენიმე დღის წინ ჩემს მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ ბავშვს მარჯვენა ხელი პარალიზებული ჰქონდა, ერთი ხელით კი მარყუჟს ვერ გააკეთებდა. ასევე, მაჩვენეს ჩემი შვილის მიერ დაწერილი განცხადება იმის შესახებ, რომ მას საკანში მარტო ყოფნა უნდოდა, ეს განცხადება მან დაზიანებული ხელით დაწერა. მკვლელობაზე ეჭვები გამიქარწყლდა, თუმცა 100%-ით დავრწმუნდები მაშინ, როცა სენაკში ჩავალ და იმ დეტალს გავარკვევ, რომელიც ჯერ არავისთვის ცნობილი არ არის”, – განაცხადა დავით ძველაიამ.

სხვა ახალი ამბები: