დავით ჯალაღანია აფხაზეთში მორიგ ეთნოწმენდასაც არ გამორიცხავს

0

davit jalagania“არაა გამორიცხული, რომ ეთნიკური წმენდის მორიგ, შეიძლება ითქვას, საბოლოო ფაზასაც მოვესწროთ. ღმერთმა არ ქნას!”- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ძალაღანიამ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იგი ე.წ. აფხაზეთის პრეზიდენტობის ერთ–ერთ კანდიდატ რაულ ხაჯინბას განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც პირობას დებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გალის რაიონის ტერიტორიას ქართველებისაგან გაათავისუფლებს.

ჯალაღანიას თქმით, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, მაგრამ ხშირად ჭეშმარიტებასაც განმეორება სჭირდება, რომ ნებისმიერი ასეთი ე.წ. პოლიტიკური აქტი, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმართება, იქნება აფხაზეთი თუ ცხინვალის რეგიონი, არის არალეგიტიმური, უკანონო როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე საერთაშორიო სამართლის პრინციპებით.

„ამდენად, ის, რაც ხდება იმ უკანონობის, იმ სტატუსის მორიგი გამოვლინებაა, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს განუყოფელ, ოკუპირებულ ტერიტორიებს ახასიათებს. ეს არის საოკუპაციო რეჟიმის არსებობის პირდაპირი შედეგი, რომელიც უკვე ამდენი ხანია, ასეთ დიდ ტკივილად და პოლიტიკურ პრობლემად არის ქცეული ჩვენს ქვეყანაში. არსებული ე.წ. ხელმძღვანელობა გადადგება, ახალი არჩევნები დაინიშნება თუ სხვა რამ მოხდება, ამას სამართლებრივი კუთხით არავითარი მნიშვნელობა არ აქვს“, _ აღნიშნა დავით ჯალაღანიამ.

მისივე თქმით, ეს საკითხი საქართველოს ხელისუფლების მუდმივი ზრუნვის საგანია. ამისთვის უკვე ჩამოყალიბებულია ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი, სადაც საუბარია იმაზე, რომ ეს ხალხი დევნილია და კვლავაც შეიძლება, დევნილის სტატუსით იყვნენ.

„არაა გამორიცხული, რომ ეთნიკური წმენდის მორიგ, შეიძლება ითქვას, საბოლოო ფაზასაც მოვესწროთ. ღმერთმა არ ქნას! არ მინდა საკითხი ისე წარმოჩნდეს თითქოსდა მთავრობამ იმაზე ფიქრი დაიწყოს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ბიუჯეტში სახსრები გაითვალისწინოს. ზემოთხსენებული განცხადება არის მხოლოდ დეკლარირებული განცხადება თუმცა ჩვენი ზრუნვის საგანია“, _ აღნიშნა დავით ჯალაღანიამ.

სხვა ახალი ამბები: