“დავიცვათ კანონი აივ ინფიცირებულების შესახებ”- მრგვალი მაგიდა ზუგდიდში

0

10818526_404152346399033_1575966_nშიდსთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, “შიდსით დაავადებუთა დახმარების ფონდის” ორგანიზებით, მრგვალი მაგიდა – “დავიცვათ კანონი აივ ინფიცირებულების შესახებ” გაიმართა. დისკუსია ზუგდიდის საკრებულოს საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა.

შეხვედრას, სადაც  სამართალდამცავი ორგანოების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ, ანტირეტროვირუსულ მკურნალობაზე მყოფი ბენეფიციარების პრობლემები განიხილეს, რომლებსაც ისინი სამართალდამცავ სტრუქტურებთან მიმართებაში აწყდებიან.  შეხვედრაზე,  ასევე,  ისაუბრეს შიდსთან დაკავშირებული პრობლემების  იდენტიფიცირებისა და მისი გადაჭრის გზებზე. “შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის” ადვოკატის  ნანა სიჭინავას ინფორმაციით,  აივ ინფიცირებული მოქალაქე მედიკამენტ ეფავირენზის გამო, რომელიც ნარკოლოგიური შემოწმების დროს ცრუ დადებით პასუხს იძლევა, 500 ლარით დაჯარიმდა. მისვე თქმით, ეს პროცესი რამდენჯერმე განმეორდა.

10834073_404152316399036_219353028_n10822390_404152296399038_1784521005_n” მოქალაქე იძულებული გახდა თავისი სტატუსი გაემჟღავნებინა. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ცნობა და ექიმის დასკვნა,  პრეპარატი ცრუ დადებით ტესტს იძლევა, გამომძიებელი  საქმის დახურვას დღემდე ვერ წყვეტს”, განაცხადა შეხვერდაზე ადვოკატმა ნანა სიჭინავამ.

ადვოკატის მიერ წამოჭრილ პრობლემაზე შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის კობა კირთაძის თქმით, აივ ინფიცირებულების მონაცემთა ბაზა სამართალდამცავი ორგანოებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

“ჩვენ ვართ ის ორგანო, რომელსაც სახელმწიფო საიდუმლოებასთან გვაქვს დაშვება და მით უმეტეს ეს საკითხი არ უნდა იყოს ჩვენთვის დახურული. უნდა ვიცოდეთ ვინ არის დაკავებული, რითი მკურნალობს და რა გარემოებებში იღებს მედიკამენტს.  შს სამინისტროს ეს მონაცემები რომ ექნება, პრომლემაც მოგვარებული იქნება”, – თქვა კობა კირთაძემ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, ზუგდიდში მიმდინარე წელს 50 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2013 წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემებს აჭარბებს.

“შიდსით დაავადებუთა დახმარების ფონდის” კონსულტანტის ლია ჭურღულიას თქმით,  საქართველოში 2014 წლის 21 ნოემბრის მონაცემებით 4  622 შემთხვევაა  რეგისტრირებული. აქედან, 2 395 მამაკაცია, ხოლო 1 227 ქალი. მათ შორის,  მიმდინარე წელს 491 ახალი შემთხვევა გამოვლენილი. პაციენტთა ასაკი კი 29-დან 40 წლამდე მერყეობს.