დათა ახალაიას ადვოკატი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

0

irakliდათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც smo.ge უცვლელად გთავაზობთ:

“ზოგიერთი თავშეუკავებელი პერსონა ჩემი კომპეტენციის შეფასებით არის დაკავებული…  დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ ვაცხადებ, რომ დავით ახალაიას ჩემი სახით ჰყავს საკმაოდ გამოცდილი და კვალიფიციური ადვოკატი, რომლის შეცდომაში შეყვანა იოლი საქმე არ არის.

დიახ, მე ჟურნალისტებს დავუდასტურე, რომ “ფეისბუქის” გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება ეკუთვნოდა ბატონ დავით ახალაიას. ამ განცხადების გაკეთებისას, ცხადია მე გამაჩნდა სანდოობის შესაბამისი ხარისხის მქონე ინფორმაცია და გავრცელებული განცხადების ტექსტის დავით ახალაიასადმი კუთვნილების დადასტურების უფლებამოსილება.

მიმაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ჩემის მხრივ  განმარტებითი ხასიათის მქონე განცხადების გაკეთებისაგან თავის შეკავება იქნებოდა როგორც საკუთარი თავის, ასევე – საზოგადოების უპატივცემულობა”, – აცხადებს ირაკლი ზაქარეიშვილი.

სხვა ახალი ამბები: