დათა ახალაიას, სოსო თოფურიძისა და მეგის ქარდავას გეგმები შეიცვალა

0

dataსაზოგადოებრივი მოძრაობა “ჩემი საქართველოს” ლიდერი ელისო კილაძე თურქეთიდან მიღებულ ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტო smo.ge უკომენტაროდ გთავაზობთ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებულ ინფორმაციას.

-დათა ახალაია, მეგის ქარდავა და სოსო თოფურიძე თურქეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს მდებარე  ქალაქ რიზეს სასტუმრო ”green hotel”-ში იმყოფებოდნენ. ისინი სასტუმროს ფანჯრიდან ადევნებდნენ თვალს  ჟურნალისტების მოძრაობას ოტელის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ დროისთვის მათ სასტუმროც დატოვეს და რიზეც.

-სამივე მათგანი ბევრად უფრო ჭკვიანი აღმოჩნდა, ვიდრე ბაჩო ახალაია, რომელიც ჩამოვიდა და, ფაქტობრივად,  მძევლად ჩაბარდა ხელისუფლებას, ბაჩო ახალაია, წყაროს ცნობით,  გაება “ნაციონალური მოძრაობისა და ხელისუფლების ერთობლივ მახეში .ის გენერალ გიგი კალანდაძესთან ერთად სწორედ იმ დროს დააკავეს, როდესაც თბილისში ნატოს წევრი ქვეყნების მინისტრები უნდა ჩამოსულიყვნენ.

ეს პროცესი ყბადაღებული კოჰაბიტაციისა და გახმაურებულ საქმეებზე გამოძიების გაჭიანურებით გაგრძელდა.

-აქედან გამომდინარე, გია ხუხაშვილის, ლაშა ნაცვლიშვილისა და დავით ჩხატარაშვილის მონაწილეობით დაწყებული მოლაპარაკებები ჩაიშალა. დათა ახალაია თანმხლებ პირებთან ერთად ერთ-ერთ ქვეყანაში მიემგზავრება და კომპრომატების ომს იქიდან გააგრძელებს.

რაც შეეხება ვიდეომიმართვას, რომლის ჩაწერასაც ამ ჯგუფს მოლაპარაკებაში მონაწილე პირები სთხოვდნენ, -”ირაკლი ოქრუაშვილს ვერ დავემსგავსები, ბოზობას ვერ დავიწყებ და ჩემს გასაკეთებელ საქმეს უცხოეთიდან მე თვითონ მივხედავო”-შემოთვალა დათა ახალაიამ.

სხვა ახალი ამბები: