დათა ახალაია საბერძნეთის სასამართლომ გაამართლა

0

axalaia dataaaaსაბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაია გაათავისუფლა, ამ ინფორმაციას დათა ახალაიას რძალი ანი ნადარეიშვილი facebook-ის გვერზე ავრცელებს.

საბერძნეთის სასამართლოს მიერ დათა ახალაიას გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილიც ადასტურებს. როგორც ზაქარეიშვილმა განაცხადა, საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაიას გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მისი სამშობლოში ექსტრადირების საკითხის განხილვისას მიიღო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დათა ახალაია საბრძნეთში, ქალაქ პატრას პორტში ერთი თვის წინ დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაცია ბერძნულმა პორტალმა thestival.gr-მ გაავრცელა.

ბერძნული მედიის ცნობით, დათა ახალაიას დაკავებისას ყალბი სამგზავრო დოკუმენტები, ასევე ფულადი თანხა 10 ათასი დოლარის და 20 ათასი ევროს ოდენობით აღმოაჩნდა. ბერძნული გამოცემა წერდა, რომ დაკავებულს საქართველოში ბრალი ადამიანის წამებაში ედება.

სხვა ახალი ამბები: