დაიცავი და დაეხმარე: გუდაბაძეების ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს (VIDEO)

0

gudabadzeebiგალის რაიონიდან დევნილი გუდაბანძეების ოჯახი უკვე ოც წელზე მეტია ზუგდიდში, ენგურ ქაღალდ კომბინატის დასახლებაში, ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში ცხოვრობენ. შენობა, სადაც გუდაბანძეების ოჯახმა თავი შეაფარა, ადრე საბავშვო სახლის სამზარეულო და სამრეცხაო იყო. გუდაბანძეების ოჯახში, სადაც სოციალური პირობები ძალიან მძიმეა, ორი მცირეწლოვანი იზრდება. მათი ორი მცირეწლოვანი შვილი კი მძიმე სოციალურმა ფონმა შეიწირა.

გუდაბანძეების სოციალურად დაუცველი ოჯახი დღევანდელ დღემდე სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას იღებდა, თუმცა ოჯახის დიასახლისმა დილით ამ დახმარებაზეც უარი მიიღო. ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რა მიზეზით მოუხსნეს უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს სოციალური დახმარება, თუმცა ოჯახის წევრები აღნიშნული მიზეზების გარკვევას დღემდე უშედეგოდ ცდილობენ.

“დილით მივედი ბანკში და მითხრეს რომ სოციალური დახმარება მომიხსნეს. არ ვიცი ამის მიზეზი რა არის, თუმცა დღემდე სწორედ ამ დახმარებით ვცხოვრობდით მხოლოდ. იმედია სოციალური დახმარების მოხსნის მიზეზს მალე გავარკვევ”-აცხადებს ოჯახის დიასახლისი და აქცვე დასძენს, რომ სოცვიალური დახმარების მოხსნის მიზეზი შესაძლოა ახალი ბინის მიღებაზე უარის თქმის  ძირითადი მიზეზიც გამხდარიყო.

გუდაბანძეები აცხადებენ, რომ წლებია მათ ნორმალურ საცხოვრებელ პირობებს სთავაზობენ, თუმცა დღემდე შეპირება მხოლოდ შეპირებად რჩება.

“მალე ჩვენთვის ახალი საცხოვრებელი ფართი უნდა მოეცათ, თუმცა თუ სოციალური დახმარება და თავისთავად სტატუსი მოგვიხსნეს, არამგონია ბინაც მოგვცენ. ვფიქრობ რომ სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსის მოხსნა სწორედ ახალი საცხოვრებელი ბინის გადმოცემას უკავშირდება. მათ არ უნდათ რომ ახალი ბინა მივიღოთ”-აცხადებენ გუდაბანძეები.

გალის რაიონიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი ოჯახი სახელმწიფოსგან გადაუდებელ დახმარებას ითხოვს.

სხვა ახალი ამბები: