დაიცავი და დაეხმარე: ქადარიების ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს

0

qadariebiiზუგდიდის რაიონის სოფელ ახალ აბასთუმანში მცხოვრები ქადარიების ხუთსულიანი ოჯახი სასწრაფო და გადაუდებელ დახმარებას ითხოვს. ოჯახის ხუთი წევრიდან ორი უნარშეზღუდულია, რაზეც სახელმწიფო მათ პენსიის სახით ყოველთვიურ ფულად დახმარებას აძლევს, თუმცა მათი მძიმე სოციალური პირობებისთვის ეს საკმარისი სულაც არ არის. ქადარიების საცხოვრებელი სახლი ამორტიზირებულია. სახლს არც სახურევი გააჩნია და წვიმიანი ამინდის დროს იქ ცხოვრება შეუძლებელია.

“ეს სახლი უვარგისია. მხოლოდ ბოლო ორ ოთახს ვიყენებთ და ისიც მაშინ, როცა არ წვიმს. წვიმის დროს იქ ყოფნა შეუძლებელია, რადგან შიგნითაც ისე წვიმს, როგორც გარეთ”-აცხადებს ოჯახის ერთ-ერთი წევრი.

ხუთსულიანი ოჯახი, სადაც ორი მცირეწლოვანიც იზრდება, მხოლოდ ყოველთვიური პენსიისა და სოციალური დახმარების იმედად ცხოვრობს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ოჯახს სახლის სახურავი გადასცა, თუმცა ეს სახურავი მათ არ გამოუყენებიათ, რადგან თავად სახლია ამორტიზირებული და უვარგისი. მეზობლების განცხადებით საჭიროა ახალი სახლი აშენდეს ან რესტავრაცია გაუკეთდეს იმავე ეზოში მეორე საცხოვრებელ სახლს.

“უკვე რამდენი წელია ამ საშინელ პირობებში ცხოვრობენ. ყოველ წელს სახლი საცხოვრებლად სულ უარესდება.სახლის ყველა ნაწილს აწვიმს.. 2 წლის წინ მცირეწლოვან იას აივანი ჩამოენგრა და ხელ-ფეხი მოტეხილი ჰქონდა,ამ ოჯახს, მოთხოვნის საფუძველძე მხოლოდ ერთხელ დაეხმარა სახლემწიფო 100 ლარით,”-აცხადებენ ქადარიების მეზობლები და სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ.

სხვა ახალი ამბები: